NDI-ის კვლევების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ინფორმაციის მთავარი წყარო ტელევიზია იყო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიებისა და კანდიდატების შესახებ საკმარისი ინფორმაცია ჰქონდა.

კითხვაზე – გქონდათ თუ არა საკმარისი ინფორმაცია პარტიებისა და კანდიდატების შესახებ, გამოკითხულთა 85% პასუხობს, რომ ინფორმაცია ჰქონდა.

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ ინფორმაცია არ ჰქონია, ხოლო 1%-ს აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ამასთან, კითხვაზე – რა იყო პარტიებისა და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მთავარი წყარო, გამოკითხულთა 73%-ს მიაჩნია, რომ ეს იყო ტელევიზია.

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 6% მიიჩნევს, რომ მთავარი წყარო ინტერნეტი იყო. 6%-ის აზრით, ინფორმაციის მთავარი წყარო მეზობლები და მეგობრები იყვნენ, ხოლო 5%-სთვის ეს იყო ბუკლეტები, ბროშურები და ბანერები.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილი წარუდგინა.

კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სამუშაო ვიზიტით ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა
შემდეგი სტატიალორა თორნტონი: არჩევნებზე მოსახლეობის წასვლის მთავარი მოტივაცია მოქალაქეობრივი ვალდებულების გრძნობა იყო, რაც საკმაოდ საინტერესო ფაქტია