NDI-ის კვლევა ჩატარებულია, მაშინ, როცა სააკაშვილის ჩამოშორებას ცდილობდნენ და ამან ამომრჩევლის იმედგაცრუება გამოიწვია-მინაშვილი

ნაციონალურ მოძრაობაში NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აფასებენ., მათი თქმით, რეიტინგის ცვლილება პარტიაში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა.

„არჩევნების შემდეგ კვლევებში როგორც წესი ასე ხდება ხოლმე. ხელისუფლებაში დარჩენილი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ არის ხოლმე გაზრდილი მოლოდინი, იმიტომ, რომ მოსახლეობას აღარ აქვს იმედი, რომ სწრაფი ცვლილება მოხდება. ამიტომ გარკვეული იმედიანობაა ხელისუფლების მიმართ, რაც აისახა ამ კვლევაში. ასევე ნიშანდობლივია, რომ ეს კვლევა ჩატარდა იმ პერიდოში, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წინა მმართველი ჯგუფი ცდილობდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორებას და ამან ჩვენს ამომრჩეველში ბუნებრივია გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია.მთავარი მაინც არის ის, რომ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას გვმართებს მეტი მუშაობა, მეტი და გახსნილი ურთიერთობა ჩვენს მოსახლეობასთან,“-განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის განცხადება დაუფიქრებელი და არაკომპეტენტურია – ვოლსკი
შემდეგი სტატია,,დამსაქმებლის მიერ ყველაზე მეტად მოთხოვნადი, პროფესიული განათლების მქონე კადრებია”