NDI ხვალ საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC– საქართველო მედიას მარტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ხვალ წარუდგენენ.

როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიდან აცხადებენ, კვლევის პრეზენტაცია 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ გაიმართება.

კვლევის ავტორების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3,900 – მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმარტინ შულცი: ევროკავშირი შეიძლება ჩამოიშალოს
შემდეგი სტატიაგაიზრდება თუ არა რუსეთის საკონსულოს თანამშრომელთა რაოდენობა?