NDI: კალაძე – 37%, ელისაშვილი – 22%, უდუმაშვილი – 16%, ხოშტარია – 5%

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, იმ გამოკითხულთა 37%, ვინც სავარაუდოდ არჩევნებზე მივა, ხმას ქართული ოცნების კანდიდატს კახა კალაძეს მისცემდა. მას მოსდევს დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი 22%-ით, მესამე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, ხოლო მეოთხეზე – ევროპული საქართველოს კანდიდატი ელენე ხოშტარია (5%).

აღსანიშნავია, რომ კითხვა მხოლოდ თბილისში დაისვა.

NDI-ის კვლევით, სავარაუდოდ, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ყველა გამოკითხულის 57% აპირებს.

საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება ცდილობს, მაიძულს დევნილის სტატუსი მივიღო ან მოვითხოვო, ეს არ მოხდება
შემდეგი სტატიაNDI: ამომრჩევლის მოსყიდვა არჩევნების მთავარი დაბრკოლებაა