NDI – გამოკითხულთა 53% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოკითხვისას რესპონდენტებს არსებული მთავრობის საქმიანობა შეაფასებინა. გამოკითხულთა 53% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 32% – ცუდად, 13% – კარგად, ხოლო 2%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია
შემდეგი სტატიაNDI – გამოკითხულთა 42% კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ უმთავრეს პრობლემად გარემოს დაბინძურებას მიიჩნევს