NDI – გამოკითხულთა 21% ოჯახის შემოსავლად 300-500 ლარს ასახელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 22%-ის დანახარჯი გასულ თვეში 301-500 ლარი იყო, ხოლო 21%-მა ამდენივე დაასახელა შემოსავლად.

გამოკითხულთა 3% პროცენტი აღნიშნავს, რომ მისი ოჯახის დანახარჯი და შემოსავალი 1600 ლარზე მეტია.

გამოკითხულთა 1%-ის თქმით, შემოსავალი საერთოდ არ აქვს, ხოლო 11%-ის შემოსავალი და დანახარჯი 180 ლარამდეა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

banner
წინა სტატიაშიNDI – გამოკითხულთა 64%-სთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მისაღებია
შემდეგი სტატიაბექა დავითულიანი : საკრებულოს უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს მერიის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს