NDI – 72%-სითვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დაინტერესდა, მისაღებია თუ არა მოსახლეობისთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. გამოკითხვის თანახმად, 72%-სთვის ეს მიზანი მისაღებია, 21%-სთვის მიუღებელი, ხოლო 7%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

banner
წინა სტატიაშიNDI – გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, სამი პროცენტით გაიზარდა
შემდეგი სტატიაNDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41% თვლის, რომ რუსეთი სამხედრო ძალის თვალსაზრისით უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ