NDI: 67% – სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს, როგორ იხარჯება ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს.

NDI – კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 67% ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს, როგორ იხარჯება ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა,22% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 11%-მა არ იცის.

გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ეკლესიისთვის ყოველწლიურად 25 მილიონი ლარის გამყოფა. 14%-ის აზრით, სახელმწიფომ უნდა გაზარდოს თანხის ოდენობა, 20% ფიქრობს, რომ უნდა შემცირდეს ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის რაოდენობა, ხოლო 8%-ის აზრით, სახელმწიფომ ეკლესიისთვის თანხა საერთოდ არ უნდა გამოყოს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში საქართველოს მასშტაბით. 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას
შემდეგი სტატიალაშა თორდია : ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა მოქმედებენ შეთანხმებულად