NDI-ს კვლევის მიხედვით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სხვა თემებმა გადაფარა

NDI: „ევრაზიულ კავშირში“ საქართველოს შესვლას ყველაზე მეტი მომხრე გორში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ზუგდიდში ჰყავს

NDI-ს კვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნული საკითხების პირველ სამეულში სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე შედის.
შეკითხვაზე, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, სამუშაო ადგილები გამოკითხულთა 66%-მა დაასახელა, ფასების ზრდა/ინფლაცია 43%-მა, სიღარიბე კი – 39%-მა. ეროვნულ საკითხებში შემდეგი ადგილები უჭირავს 27%- ტერიტორიულ მთლიანობას, 21% – პენსიებს, 17%- ხელფასებს, ასევე 17% – ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, 12% – რუსეთთან ურთიერთობას, 10% – განათლებას და ა.შ.
NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა rom  პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა ეროვნული საკითხების ჩამონათვალში პირველ სამეულში არ მოხვდა.
“ეს არ ნიშნავს, რომ ტერიტორიული მთლიანობა მოსახლეობისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ ის სხვა საკითხებმა გადაფარა”, – განაცხადა NDI-ს დირექტორმა.
კვლევა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშისოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი მოიპარეს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად დასახელდა