NDI-ს კვლევამ რამდენიმე უარყოფითი ტენდენცია გამოკვეთა – საპარლამენტო უმრავლესობა

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

NDI-ის კვლევას პირველი შეფასებები მოყვა საკანონმდებლო ორგანოში.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ NDI-ის კვლევის შედეგებმა გამოკვეთა რამდენიმე უარყოფითი ტენდენცია, რომელიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

ქართული ოცნება – რესპუბლიკელების წევრის ლევან ბერძენიშვილის თქმით, ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალა ქართული ოცნებაა და ასევე მისივე თქმით, სრულიად ნათელია, რომ ოპოზიციაში სერიოზულ ძალას წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა.

„ინსტიტუტების მიმართ, ნდობა ყოველთვის საინტერესოა. ყოველთვის როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია უარესდება, ინსტიტუტებისადმი ნდობა იკლებს, ყოველთვის როდესაც ოდნავ გამოჯანსაღების ნიშნებია, ეს ნდობა იმატებს,“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, მისთვის არ არის ახალი, რომ დავით უსუფაშვილი იქნებოდა პირველ ადგილზე.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე აცხადებს, რომ NDI-ის კვლევებში შემაშფოთებელს ვერაფერს ვერ ხედავს.

„ვერაფერს შემაშფოთებელს ვერ ვხედავ ამ ციფრებში, ერთ რამეს ვხედავ რომ ასეთმა კვლევებმა და ზოგადად ასეთმა ინფორმაციებმა, უნდა მოგვცეს სტიმული რომ უკეთ ვიმუშაოთ,“ – განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.

banner
წინა სტატიაში“ეს კვლევები ადასტურებს, რომ მოსახლეობას მათი იმედი აღარ აქვს,“ – ტარიელ ლონდარიძე NDI-ზე
შემდეგი სტატიათამარ კორძაიამ ფრაქცია ქართული ოცნება დატოვა