NBA-მ ზაზა ფაჩულიას დაბადების დღე მიულოცა

NBA-მ ზაზა ფაჩულიას დაბადების დღე მიულოცა. ლეგენდარულ ქართველ კაპიტანს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, “გოლდენ სტეიტში” თამაშობს, 33 წელი შეუსრულდა. NBA-ს ოფიციალური საიტის გარდა ზაზას “გოლდენ სტეიტის” გვერდმაც მიულოცა.

ზაზა ფაჩულია 1984 წლის 10 თებერვალს თბილისში დაიბადა. მან კარიერა 1999 წლიდან დაიწყო, მისი პირველი კლუბი თურქეთის „იულქერსფორი“ იყო. 2003 წლიდან ზაზა NBA-ში თამაშობს. მისი პირველი ამერიკული გუნდია „ორლანდო მეჯიქი“ . 2004-2005 წლების სეზონში ზაზა „მილოუკი ბაქსიში“ თამაშობდა, ხოლო შემდეგ კარიერა „ატლანტა ჰოუკსში“ განაგრძო, სადაც მან კარიერის დიდი ნაწილი, 8 წელი დაჰყო. ამ წლების განმავლობაში კალათბურთის გულშემატკივრებს ქართველი ცენტრის არაერთი შთამბეჭდავი თამაში ახსოვთ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 2013 წელი, როდესაც ის გუნდის რეკორდსმენი გახდა. მან ერთადერთმა შეძლო ერთ პერიოდში ფარიდან ბურთის 7-ჯერ მოხსნა. ამავე წელს ზაზა ფაჩულია „მილოუკ ბაქსიში“ დაბრუნდა, სადაც არაერთი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და რამდენჯერმე მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

ზაზა ფაჩულია საქართველოს ნაკრების კაპიტანი საკმაოდ მცირე ასაკში გახდა და უკვე წლებია ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშეა. ის ყველა დროის საუკეთესო ქართველი კალათბურთელია.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი იშვიათი მცენარეების ზუგდიდიდან შეკვეთილში გადატანას გეგმავს?
შემდეგი სტატიასაქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიას ტურნირის ნახევარფინალშია