ნაზარბაევის ქალიშვილი ყაზახეთის მომავალი პრეზიდენტი იქნება?

nazarbaeva12 სექტემბერს უზბეკეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის საფლავის გვირგვინით შემკობის მეორე დღეს, ყაზახეთში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც მისი ქალიშვილი დარიგა ნაზარბაევა პრემიერმინისტრის მოადგილეობიდან გადააყენა და ის ყაზახეთის პარლამენტის სენატის წევრი გახადა.
ნაზარბაევის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში ექსპერტებმა კარიმოვის გარდაცვალებასთან პირდაპირი კავშირი დაინახეს… საქმე იმაში გახლავთ, რომ ყაზახური კონსტიტუციით, პრეზიდენტის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში, პრეზიდენტის მოვალეობას ახალი პრეზიდენტის არჩევამდე სენატის თავმჯდომარე ასრულებს… რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ასული, სულ მოკლე ხანში სენატის დეპუტატობიდან ამ ორგანოს თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლებს და ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკურ-თანამდებობრივი მემკვიდრეც გახდება.
ნაზარბაევის ქალიშვილის პრეზიდენტის მემკვიდრედ გამოცხადებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც გასულ ივნისის თვეში სანკტ პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმზე მოხდა… შეხვედრის მოდერატორმა ,,სი ენ ენ,,-ს ჟურნალისტმა ფარიდ ზაქარიამ პირდაპირ ჰკითხა ნურსულთან ნაზარბაევს… ,,მე შევამჩნიე, რომ თქვენთან პრემიერის მოადგილე ქალია (იგულისხმებოდა პრეზიდენტის ქალიშვილი)… როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ოდესმე ყაზახეთს ქალი პრეზიდენტი ჰყავდეს?,, რაზეც ყაზახეთის პრეზიდენტმა შემდეგნაირი პასუხი გასცა… ,,რატომ გგონიათ რომ არა? ჩვენი მოსახლეობის 51% ქალია… ჩვენთან გენდერული პოლიტიკა კარგად მიდის… ჩვენ პარლამენტის 30% ქალები შეადგენენ… გვყავს ქალი მინისტრები.. გვყავს კარგად მომზადებული ქალები… პირადად მე 3 ქალიშვილი მყავს და მაქვს ქალებთან შესანიშნავი ურთიერთობა… ასე რომ სავსებით შესაძლებელია,, მიუგო ნაზარბაევმა ამერიკელ ჟურნალისტს
აღსანიშნავია, რომ ნაზარბაევს მსგავსი აქტიური მოქმედებებისკენ, საკუთარი ოჯახის წევრის სასარგებლოდ, კარიმოვის სიკვდილის შემდეგ უზბეკეთში განვითარებულმა მოვლენებმა უბიძგა, სადაც გარდაცვლილი პრეზიდენტის ოჯახის გავლენა ხელისუფლებაზე საათების განმავლობაში გაქრა, რამეთუ დიქტატორებს გარდაცვალების შემდეგ ყველაზე ახლო თანამებრძოლებიც კი – ღალატობენ.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში ყველაზე ძირადღირებული საოჯახო გაყრა მოხდა
შემდეგი სტატიარა საიდუმლო გაამხილა დავით უსუფაშვილმა ივანიშვილზე?