ნავთობის ფასი მინიმუმ 7 წლით განისაზღვრა

news
: news დეკემბერი 7, 2015 19:37

ნავთობის ფასი მინიმუმ 7 წლით განისაზღვრა

დღეს ნავთობის ბირჟაზე Brent-ის მარკის ფასი 42,1 დოლარით განისაზღვრა, რაც 2009 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რამდენიმე საათის წინ Brent-ის ერთი ბარელი 41,15 დოლარი ღირდა.
ნავთობის ფასი ოპეკის წევრი ქვეყნების შეხვედრამ განაპირობა, სადაც ქვეყნები ნავთობის მოპოვების შეზღუდვაზე ვერ შეთანხმდნენ, რასაც მარკის ფასის დარეგულირებას თავისთავად შეეხო.

უკანასკნელი 10 წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ ოპეკის წევრი ქვეყნები ვერ მორიგდნენ ნავთობის წარმოების რეგულაციებსა და იმაზე, თუ როგორ უნდა მოიხსნას სანქციები ირანთან მიმართებაში.

ოპეკის წევრი ქვეყნები დღე-ღამეში 30 მილიონ ნავთობს ამუშავებენ, რაც მოხმარების ოდენობას ბევრად სცდება – დღე-ღამეში დაახლოებით 0,5-2 მილიონი ბარელია მოხმარებაში.
ექსპეტრები ფიქრობენ, რომ ნავთონზე ფასის გაზრდა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნები გაიზრდება. მათივე პროგნოზით, Brent-ის ფასი უახლოესი 7 წლის განმავლობაში სტაბლურად დაბალი იქნება.

news
: news დეკემბერი 7, 2015 19:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics