ნავთობ Brent-ის ფასმა 56,75 დოლარი შეადგინა

დღეს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა, რომ აშშ-ში ნავთობის მარაგი მცირდება და ოპეკის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვება შეამცირეს, ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ფასმა მოიმატა.
Brent-ის მარტის ფიუჩერსებმა ლონდონის ICE Futures-ში 56,75 დოლარამდე მოიმატა, რაც ფასის 0,29$-ით მატებას ნიშნავს. ნავთობ WTI-ის ფიუჩერსმა თებერვლის თვისთვის, ნიუ-იორკის ბირჟაზე 0,27%-ით მოიმატა და 53,52 დოლარი გახდა ერთი ბარელი.

როგორც ამერიკის ნავთობის ინსტიტუტმა გუშინ გაავრცელა, აშშ-ს ნავთობის მარაგი გასულ კვირას 7,43 მილიონი ბარელით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ოპეკის ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 310 ათასით დაეცა და შეადგინა 33,1 მილიონი ბარელი. იანვრიდან ოპეკის ქვეყნები ნავთობის მოპოვებას 32,5 მილიონ ბარელამდე შეამცირებენ.

banner
წინა სტატიაშითურქეთის მთავრობამ სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილის კავშირები დაადგინა
შემდეგი სტატიაგაერო აღმოსავლეთ ალეპოში სირიელების დაბრუნებაზე საუბრობს