ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე რუსთავის #1 დაწესებულების ყოფილი დირექტორი იკითხება

რუსთავის #1 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ტარიელ ტყემალაძე იკითხება ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. მოწმემ განაცხადა, რომ 2006 წლის 12 იანვრის ღამეს სად-ის მაშინდელი თავმჯდომარე ბაჩო ახალაია, მე-7 დაწესებულების ყოფილი დირექტორი მეგის ქარდავა და სად-ის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლერი ხუხია სპეცრაზმთან ერთად შევიდნენ დაწესებულებაში და პატიმრები, მათ შორის, გია გორგაძე სცემეს. ტყემალაძის თქმით, ახალაიასგან შეიტყო ნავთლუღის სპეცოპერაციის შესახებ.
“ახალაია გინებით შემოვიდა – თავდასხმა და პატიმართა გაქცევა მზადდებოდა, ერთ-ერთი გარდაცვლილი პატიმარ გორგაძის ძმა იყოო”-განაცხადა ყოფილმა დირექტორმა. მისივე განმარტებით, მანამდეც ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსთავის ციხეში იარაღის შეტანა იგეგმებოდა.
“მე 2006 წლის 8 იანვარს დავინიშნე დირექტორად. მითხრეს, რომ ამ დაწესებულებაში იყო გია გორგაძე, რომელსაც მეორე დღესვე 9 იანვარს შევხვდი. გორგაძე ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა. ჰქონდა მობილური ტელეფონიც. სწორედ მისგან მივიღე ინფორმაცია, რომ ზონაში იარაღი უნდა შემოსულიყო. ეს ინფორმაცია იმსახურებდა ყურადღებას და საჭიროებდა რეაგირებას, რომელზეც დეპარტამენტი მუშაობდა. ყველა ინფორმაცია არ მართლდება. კონფიდენტს მოუწოდებია ინფორმაცია, რომელიც ყალბი ყოფილა. ავტომატის გარედან ზონაში გადაგდება კი სიმძიმის გამო შეუძლებელი იყო”- განაცხადა ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: არიან რიგი თაღლითი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გამორჩენას, თუმცა ეს არავის შერჩება
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი NDI-ის კვლევას ბოკერია-თარხნიშვილის მიერ შეთითხნილ მორიგ სიბინძურეს უწოდებს