“ნატოში შესვლას ამ მოცემულობით მე მხარს არ ვუჭერ,”- თამაზ მეჭიაური

საქართველოს სამხედრო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა. მეჭიაურის განცხადებით, ამ მოცემულობით ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. დეპუტატის თქმით, ნატოს წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.

“ნატოში შესვლას ამ მოცემულობით მე მხარს არ ვუჭერ, იმიტომ, რომ დღევანდელი მოცემულობით არავინ მიგვიღებს ჩვენ ამ პრობლემებიანად, თუ ჩვენ უარს არ ვიტყვით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი, ანუ სამაჩაბლოს დაბრუნებაზე. ამერიკის ელჩი ნატოში ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში არ მოხდება ნატოს გაფართოება. თუ ვიცით რომ არ მოხდება, რა გვინდა, თუ ამას მოვითხოვთ ნატოსგან, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაგვიბრუნოს, ამით მან უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რომ ფაქტობრივად, ომი გამოუცხადოს რუსეთს, რომელი ქვეყანაა მზად ამისთვის,”- განაცხადა მეჭიაურმა.

კითხვაზე რუსეთისგან იარაღის ყიდვას ემხრობა თუ არა, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ “რა მნიშვნელობა აქვს ვისგან იყიდი, საქართველოს მოქალაქეები ხართ თუ ნატოსი,”- მიმართა ჟურნალისტებს მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ინტერესებში ოდნავ მაინც თუ იქნება, ნებისმიერი შეხვედრა უნდა შედგეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა