“ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება” – გიორგი კვირიკაშვილი

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დაიწყო, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ნატოს გენერალური მდივანი.

პრემიერი მიესალმა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს და მათ საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ეს შეხვედრა არის ნატოს ვარშავის სამიტზე დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებს და ქვეყნის გაწევრიანებისთვის მომზადებას

“ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნება და მთავრობა აკეთებს ყველაფერს ამ არჩევანის განხორციელებისთვის. დღეისთვის ჩვენს რეგიონში და ზოგადად, ევროატლანტიკურ არელაში შექმნილია საკმაოდ რთული უსაფრთხოების გარემო, გამოწვევები, რომლებიც დღეს დგას ჩვენს წინაშე, არის ასიმეტრიული ხასიათის და მოითხოვს ახლებურ მიდგომებს. ამ კონტექსტში ნატოს, როგორც ყველაზე წარმატებულ ალიანსს, განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება. ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ამ ეტაპზე არის უაღრესად დინამიური და ალიანსი აქტიურად არის ჩართული საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში,” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრეიერის განცხადებთ, საქართველო გააგრძელებს მის ხელთ არსებული პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს და დააჩქაროს პოლიტიკური გადაწყვეტილება საბოლოო გაწევრიანების შესახებ.

banner
წინა სტატიაში„როგორც ასპირანტ ქვეყანას საქართველოს გააჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ს წევრობისათვის,”-სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე ჩაშლილ სხდომაზე – ეს არ არის დივერსია