ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი პოროშენკომ მრჩევლად დანიშნა

porshenkoუკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ თავის უშტატო მრჩევლად ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფონ რასმუსენი დანიშნა – რუსეთის დუმაში ეს უკვე მტრულ ნაბიჯად შეაფასეს.
“ანედრს ფონ რასმუსენი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად (უშტატო) დაინიშნოს” – წერია დოკუმენტში, რომელიც უკრაინის მთავრობის საიტზეა გამოქვეყნებული.
2014 წელს, როცა რასმუსენი ჯერ კიდეც გენერალური მდივანი იყო, ის უკრაინამ თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა.
რუსეთის დუმას დეპუტატმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა რასმუსენის დანიშვნას “რუსეთისათვის მტრული ჟესტი” უწოდა.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უსაფრთხოების სფეროში, ორიენტირებული ვიქნებით ნატოს სტანდარტებისკენ” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

timer.ge

banner
წინა სტატიაშიპუტინმა სავჩენკოს განთავისუფლებაზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიარობი უილიამსი: ქართველი მსმენელი იყო სენსაციური და ძალიან გულუხვი