ნატომ უკრაინას დახმარების ყოვლისმომცველი პაკეტი დაუმტკიცა

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისთვის დახმარების ყოვლისმომცველი პაკეტი დაამტკიცა ვარშავაში ნატოს სამიტის მსვლელობისას – ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
“გეგმა ითვალსწინებს კიბერუსაფრთხოების სფეროში ნდობის ფონდების შექმნას, ასევე, ზურგის უზრუნველყოფას, დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციას. სამომავლოდ, ჩვენ, ასევე, ვაპირებთ განაღმვისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ლიკვიდაციის პროექტებს” – განაცხადა მან. სტოლტენბერგს, ამასთანავე, არ დაუზუსტებია, რამდენია პაკეტის მოცულობა.

banner
წინა სტატიაშიშიშვლები და ლურჯები: ამერიკელი ფოტოგრაფის ბრიტანული პროექტი
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი: მოსკოვის მხრიდან პირდაპირ საფრთხეებს ვერ ვხედავთ