ნატომ რუსულ სწავლებებზე შეშფოთება გამოთქვა

ნატომ რუსულ სწავლებებზე შეშფოთება გამოთქვა

ნატომ რუსულ სწავლებებზე შეშფოთება გამოთქვარუსეთში მიმდინარე მოულოდნელი სამხედრო სწავლება, რომელიც გუშინ დაიწყო, ნატოსთან ორმხრივ გამჭვირვალობას არღვევს და ორგანიზაციას სურვილი აქვს, მას დააკვირდეს – ამ განცხადებით დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვიდა.
“ჩვენ მედიაში ვნახეთ შეტყობინება ახალ სამხედრო წვრთნებზე. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ უკვე ვნახეთ მსგავსი მანიოვრები. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ დროს ორმხრივი შეთანხმება ირღვევა” – რუსული მედია სტოლტენბერგის სიტყვებს ციტირებს.
გუშინვე, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ “რუსეთმა ნებაყოფლობით ჩააყენა ვენის 2011 წლის დოკუმენტის ხელმომწერები, შეიარაღებული ძალების მოულოდნელ სწავლებებზე, რომელიც 14-22 ივნისი ჩატარდება”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, პრეზიდენტის მოთხოვნით, საომარი მზაობის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო.
სწავლება მოსკოვის დროით 07.00 საათზე დაიწყო. მის განმავლობაში შემოწმდება საომარი და სამობილიზაციო მზაობა, ასევე, შეიარაღებული ძალებისა და რეგიონალური მთავრობების შესაძლო თანამშრომლობები.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, ყურადღება მიექცევა ჯარის მართვის სისტემების მზაობას, საველე პუნქტების მმართველობას, სარეზერვო ფორმირებებს და სხვა.
სწავლება 22 ივნისამდე გაგრძელდება.

მოულოდნელი საომარი მომზადება რუსეთში რეგულარულად ტარდება. კერძოდ კი, მარტში მსგავს სწავლებაში 30 ათასმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიკრემლმა ერდორანის წერილს უშინაარსო უწოდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს ოკუპაციის პრობლემები, მაგრამ ვცდილობთ, დავწიოთ ტემპერატურა