ნატომ განაცხადა, რომ მათ ინტერესში არ შედის რუსეთის შეშინება

ნატომ განაცხადა, რომ მათ ინტერესში არ შედის რუსეთის შეშინება

4ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო კონტიგენტის გაზრდა, მიზნად არ ისახავს რუსეთის შეშინებას – ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პიოტრ პაველმა ჩეხეთის ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა.
“ის (კონტიგენტის გაზრდა) მიმართულია იქითკენ, რომ ალიანსის მოკავშირეების ერთიანობა აჩვენოს, ასევე მათი მზაობა, დაიცვან აღმოსავლეთის პარტნიორები იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის მხრიდან რაიმე სახის მუქარას ექნება ადგილი” – განაცხადა გენერალმა.
იმას, რომ ნატო არ ფიქრობს რუსეთის დაშინებაზე, მიუთითებს ისიც, რომ რუსეთის საზღვართან განთავსებულ კონტიგენტს მძიმე შეიარაღება არ ექნება, თქვა პიოტრ პაველმა.

banner
წინა სტატიაშიმოძრაობა “ეროვნულები” თავდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვს
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე: საბჭომ ჩათვალა, რომ იმოქმედა პროცედურების დაცვით და მიიღო სწორი გადაწყვეტილება