ნატო: თუ შეკავების პოლიტიკამ არ იმოქმედა, ჩვენ მზად ვართ გავანადგუროთ რუსეთი

ნატო: თუ შეკავების პოლიტიკამ არ იმოქმედა, ჩვენ მზად ვართ გავანადგუროთ რუსეთი

natooooევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების ახალმა მთავარსარდლმა, ამერიკელმა გენერალმა კერტის სკაპაროტიმ განსაზღვრა თავისი პოზიცია რუსეთის მიმართ. მან, ფაქტიურად, მოსკოვი რევანშიზმში დაადანაშაულა და მისი ქმედებები შეაფასა როგორც „საერთაშორისო ნორმების მიმართ აგრესიული გამოწვევა“. ალიანსი „მზად უნდა იყოს საბრძოლველად, თუ შეკავების პოლიტიკამ არ გაამართლა“ – განაცხადა გენერალმა.
სკაპაროტი, რომელიც მანამდე სამხრეთ კორეაში ამერიკის ძალების სარდალი იყო, ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების მთავარსარდლის პოსტი 4 მაისს ოფიციალურად გადაიბარა. მისი კანდიდატურა თავად ამერიკის პრეზიდენტმა წარადგინა. ახალი მთავარსარდალი აპირებს ზეწოლა განახორციელოს ვაშინგტონზე ევროპაში მესამე მუდმივმოქმედი ამერიკული კონტიგენტის განთავსების მიზნით, რასაც ექსპერტები ალიანსის შემცირების პოლიტიკის დასასრულად მიიჩნევენ. ამჟამად ევროპაში 65 000 ამერიკელი ჯარისკაცია, ხოლო ცივი ომის დროს მათი რაოდენობა 300 000 იყო. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ წინამორბედისგან განსხვავებით, კაპაროტის ბევრად ხისტი დამოკიდებულება ექნება რუსეთის მიმართ. გენერალ სკაპაროტის უპირველეს ამოცანად ექსპერტები მიიჩნევენ იმ ზღვარის დადგენას, რომლის მიღმაც ნატო არ შეეგუება რუსეთის სამხედრო ძალების პროვოკაციებს. სკაპაროტის განცხადებით კი, იგი მალე წარმოადგენს შესაბამის რეკომენდაციებს იმისათვის, რომ რუსეთის შეკავება გაგრძელდეს და ნატომ შესძლოს საპასუხო ზომების მიღება.

timer.ge

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: მგონია, რომ ქვეყნის საგარეო კურსის სისწორეში პრემიერ-მინისტრიც არ არის დარწმუნებული
შემდეგი სტატია“თუ “ოცნება” “რესპუბლიკელების” სატელიტი გახდება, თვითონ გავემიჯნები, რად მინდა გარიცხვა”