ნატო სკრიპალის საქმის გამო შვიდ რუსს დაითხოვს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს მისიიდან შვიდი რუსის დათხოვნისა და სამისთვის აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ განაცხადა. მანამდე ათობით ქვეყანამ გააძევა საკუთარი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები ბრიტანეთისათვის მხარდაჭერის გამოსახატავად. დღეს გამართულ ბრიფინგზე იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ დათხოვნისა და აკრედიტაციაზე უარის თქმის შემდეგ რუსების რაოდენობა ნატოს მისიაში 30-დან 20-მდე მცირდება.

“ვფიქრობ, რუსეთმა ნატოს მოკავშირეების ერთობა ვერ დააფასა” – დაამატა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ალიანსი რუსეთთან კონტაქტისთის ღია რჩება.

4 მარტს სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში, ლონდონთან ახლოს სოლსბერიში ქიმიური იარაღით მოწამლულები იპოვეს. ისინი დღემდე კომაში არიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

banner
წინა სტატიაშინეთანიაჰუ ავად გახდა თუ სიმულიანტობს?
შემდეგი სტატიასაბერძნეთი ევროკავშირისგან 7 მილიარდამდე ევროს მიიღებს