ნატო შავ ზღვაზე ძალების გაძლიერებას აპირებს

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია არ უნდა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავი ზღვის რეგიონში სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების გაძლიერებას აპირებს – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუმინულ ტელევიზიაში განაცხადა. “ამ დროისათვის ჩვენ ვაანალიზებთ შესაძლებლობას შავი ზღვის რეგიონში სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების გაძლიერების შესახებ რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის სახელმწიფოებთან” – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
გენერალურმა მდივანმა დაამატა, რომ ნატოს ძირითადი პრინციპია თავდაცვის ერთიანობა და კოლექტიური თავდაცვა, ანუ, თუკი ნატოს რომელიმე მოკავშირეზე თავდასხმა განხორციელდება სხვა სახელმწიფოს მხრიდან, ეს მთელს ალიანსზე თავდასხმად ითვლება – ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიდათო მაღრაძის ბრიტანული აღიარება
შემდეგი სტატია(video) აფხაზური წარმოშობის რუსმა საოპერო მომღერალმა ხიბლა გერზმავამ თავი შეირცხვინა