ნატო-ს ვარშავის დეკლარაცია – ნატო გაზრდის საქართველოს მხარდაჭერას

NATO კიდევ ერთხელ ადასტურებს ღია კარის პოლიტიკისადმი მხარდაჭერას.

“ჩვენ გვჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. NATO გაზრდის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერას და გააგრძელებს მოლდოვის რესპუბლიკის დახმარებას. ჩვენ გავაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობას პარტნიორებთან შავი და ბალტიის ზღვების რეგიონებში და დასავლეთ ბალკანეთში. ასევე შევინარჩუნებთ ჩვენს მნიშვნელოვან ოპერაციას კოსოვოში.

ჩვენ ერთგული ვრჩებით NATO-ს ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელმაც გააძლიერა ალიანსი და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანა. ველოდებით ჩვენი უახალესი წევრის, მონტენეგროს მიღებას ჩვენს საზოგადოებაში”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ჩრდილატლანტიკური ალიანსის დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ NATO უფრო უსაფრთხოა, როდესაც მისი მეზობლები უფრო სტაბილურები არიან.

NATO-ს მოკავშირეები პატივს მიაგებენ უსაფრთხოების უზრუნველყოფისას გარდაცვლილ და დაჭრილ სამხედროებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: ავღანეთის დახმარება აუცილებელია როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი სტიქიით დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა