ნატო-ს საპარლამეტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს

ნატო-ს საპარლამეტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის შეხვედრაზე აღინიშნა.
მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციის ძირითადი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დღის წესრიგს და აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ამ მიმართულებით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელობაზე, რომელიც თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელ სახელმწიფო მოხელეს სახლში ოქროს ხელსაბანი უპოვეს
შემდეგი სტატიაპოლონეთის პრემიერმა ევროსაბჭოს მოუწოდა ტუსკი არ აირჩიონ