ნატო-ს მომავალი სამიტი ბრიუსელში, ალიანსის ახალ შტაბ-ბინაში 2017 წელს გაიმართება

ნატო-ს მომავალი სამიტი ბრიუსელში, 2017 წელს გაიმართება. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, რიგით 29-ე სამიტი ნატო-ს ახალ შტაბ-ბინაში გაიმართება. ამ დრომდე ჩვეულებრივ ნატო-ს სამიტი ორ წელში ერთხელ ტარდებოდა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტი 1957 წელს პარიზში გაიმართა, ბოლო კი 2014 წელს უელსში. პოლონეთი ნატო-ს სამიტს პირველად მასპინძლობს. ამასთან, ვარშავაში მიმდინარე ღონისძიება იენს სტოლტენბერგისთვის გენერალური მდივნის რანგში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტია.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი საქართველოში შემოდგომაზე ჩამოვა
შემდეგი სტატია„ნიკორა სუპერმარკეტი“ მერსი სულხანიშვილთან დაკავშირებულ სკანდალზე განცხადებას ავრცელებს