ნატოს დასავლელი მოკავშირეები პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ნატოს ეგიდით რუსეთთან საზღვარზე 4 ათას სამხედრო მოსამსახურეს დააყენებენ – The Wall Street Journal-ი წერს. ამის მიზეზად დასახელებულია „მოსკოვის მიერ სამხერო აქტიურობის გაზრდა“ ლიტვა, ლატვია და ესტონეთთან, სადაც „დაძაბულობა იზრდება“. სამხედრო ჩინოვნიკები რუსეთის ნაბიჯებს როგორც „აგრესიულს“ აფასებენ.
წინასწარი მონაცემებით, აშშ ორ ბაატლიონს აგზავნის, გერმანია და დიდი ბრიტანეთი კი თითო-თითოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებმა თებერვალში უკვე გამოთქვეს თანხმობა.
გერმანიის მთავრობამ გუშინ განაცხადა, რომ ივლისის ვარშავას სამიტისთვის ლიტვაში უკვე იქნება ნატოს ბატალონი შეყვანილი.