ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა 13 ივლისს გაიმართება

არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო- ს სამიტზე

ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა 13 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საბჭოს სხდომა ელჩების დონეზე ბრიუსელში გაიმართება.

ნატო-ს ლიდერებმა ასევე დაადასტურეს სამხედრო ბიუჯეტების გაზრდის მნიშვნელობა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის. მისი თქმით, ალიანი მიისწრაფის კონსტრუქციული დიალოგისკენ რუსეთთან.

“რუსეთის ჩვენი უდიდესი მეზობელია. ის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. რუსეთი ვერ იქნება და არ უნდა იყოს იზოლირებული. ნატო-რუსეთის საბჭო არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენი ურთიერთობების სამართავად”, – განაცხადა იენს სტოლტენებრგმა.

ნატო-ს სამიტისპირველ დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭომ აღმოსავლეთ ევროპაში ოთხი ბატალიონის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ლატვიაში განთავსებულ ბატალიონს კანადა უხელმძღვანელებს, ლიტვაში – გერმანია, ესტონეთში – დიდი ბრიტანეთი, ხოლო პოლონეთში – ამერიკის შეერთებული შტატები.

ამას გარდა, ნატო სამხრეთ-აღმოსავლეთით ანტისარაკეტო თავდაცვის სისტმის მუშაობას გააკონტროლებს. როგორც იენს სტოლტენებრგმა განმარტა, ეს ნიშნავს, რომ “ესპანეთში განთავსბეული ამერიკულ ხომალდები, ანტისარაკეტო რადარი თურქეთსა და ანტისარაკეტო დანადგარი რუმინეთში შეძლებენ ერთობლივად მუშაობას ნატო-ს მეთაურობისა და ნატო-ს კონტროლის ქვეშ”.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ
შემდეგი სტატიაToyota-მ ეკონომიის გამო მთავარ ოფისში ორი ლიფტი გათიშა