ნატო-მ ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ახალი სტრატეგია მიიღო

საქართველოსაც შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ახალი სტრატეგია ჰიბრიდული საფრთხეების თავიდან აცილებას და მათ წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.

ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ ახალი სტრატეგია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ჰიბრიდულ საფრთეებს. პირველი პასუხი არის ევროკავშირისა და ნატო-ს გაძლიერებული თანამშრომლობა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროპის საშინაო მოქმედების ჯგუფი ამზადებს ჩარჩო დოკუმენტს და თავის წინადადებებს განსახილველად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარუდგენს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირისა და ალიანსის თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობა.

banner
წინა სტატიაშინატო საქართველოზე მნიშვნელოვან განცხადებას ამზადებს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელმა გერმანიის მარშალის ფონდის ბრიუსელის ბიუროს ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა