ნატო ევროპაში ახალ სტრუქტურებს შექმნის

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია არ უნდანატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ ორი ახალი სამეთაურო სტრუქტურის შექმნის თაობაზე.
“დღეს ჩვენ შევათანხმეთ ნატოს სამეთაურო სტრუქტურის ადაპტირებული ჩარჩო-სქემა, რომელიც მომავალი მუშაობის საფუძველი გახდება”, – თქვა მან. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ერთი ახალი სამეთაურო სტრუქტურა უზრუნველყოფს სატრანსპორტო, ხოლო მეორე – ევროპის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების და ტექნიკის გადაადგილების უსაფრთხოებას.

banner
წინა სტატიაშისოფელ კახათში საცხოვრებელი სახლი იწვის
შემდეგი სტატიამიმდინარე წელს რუსეთიდან  7 “კანონიერი ქურდი” გააძევეს