NATO-ს მოწინააღმდეგების შეკრება თბილისში (VIDEO)

გასულ ხუთშაბათს თბილისში, რუსული ,,რია ნოვოსტის,, პრესცენტრში მრგვალი მაგიდის შეკრება გაიმართა თემაზე ,,შესაძლებელია თუ არა სამხედრო ნეიტრალიტეტი საქართველოში,,

შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა არჩილ ჭყოიძემ და მისმა პარტია ,,ევრაზიული და ნეიტრალური საქართველომ,, ყოფილმა უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ, ყოფილმა პარლამენტარმა პეტრე მამრაძემ, ჟურნალისტმა ვალერი კვარაცხელიამ, პოლიტოლოგმა ბადრი ნაჭყებიამ, საქართველოს კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ თემურ ფიფიამ,  ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა, ექსპერტებმა ბონდო იაშაღაშვილმა და ზაზა არახამიამ მიიღეს, ძირითადად საუბარი იყო ,,ნატოში,, შესვლის უტოპიურობაზე, რუსეთთან მეგობრობის აუცილებლობაზე და კავკასიის რეგიონის ,,ნატოს,, გავლენიდან გაყვანაზე.

„25 წელია მივდევთ უტოპიურ იდეას, რომელსაც ჰქვია ნატო, ჰქვია მაპ–ი და სადაც ჩვენ არავინ გველოდება… ჩვენ მსხვერპლად გავიღეთ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიები ნატო-ში სწრაფვისა და მაპ–ის გულისათვის“, აცხადებს არჩილ ჭყოიძე.

,,აუცილებელია ამიერკავკასიის რეგიონში რუსეთის დომინირების აღდგენა, რა დროსაც გათვალისწინებული იქნება სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესები. რეგიონი უნდა გამოვიდეს დასავლეთის გავლენის სფეროდან,, გაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიპუტინის მეუღლე – ალინა კაბაევა, ცხინვალში სპორტის სასახლეს ხსნის… (+ფოტოები)
შემდეგი სტატიაერაყის სარდლობა: ,,ისლამური სახელმწიფოს,, მეთაური დაჭრილია…