ნათია მეზვრიშვილი: „ტატუნაშვილის საქმეს დაემატა წამების კვალიფიკაცია“

„როგორც მოგეხსენებათ, ტატუნაშვილი საქმესთან დაკავშირებით, დასკვნა მივიღეთ. ამ დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩილ ტატუნაშვილს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, ანუ, ფაქტობრივად, ცხედარს აღენიშნება წამების კვალი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკვე გარდა იმისა, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კვალიფიკაციით, დაემატა უკვე წამების კვალიფიკაცია. ამ კუთხითაც აქტიურად იმუშავებს გამოძიება. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. როგორც კი ახალი გარემოებები გამოვლინდა, შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ დამატებითი კვალიფიკაცია დაგვემატებინა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ასევე, ინტენსიურად ვმუშაობთ ოჯახის წევრებთან“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერგნეთის მოლაპარაკებებზე მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება – ქეთევან ციხელაშვილი
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : ამ კომისიის შემადგენლობას უნდობლობა გამოუცხადა ზაზა სარალიძემ და უნდობლობას ვუცხადებთ ჩვენც