ნატანების აქციაზე ადგილობრივებმა რწმუნებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მიმდინარე აქციაზე, გაზის გამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, ადგილობრივებმა სოფლის რწმუნებულიც სცემეს.

ილია თავაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენეს, როდესაც ის გაზიფიცირების სამუშაოს ხელმძღვანელს, დავით ციდამნიძესა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების განეიტრალებას ცდილობდა.

ნატანებში საპროტექსტო აქცია ისევ მიმდინარეობს, ადგილობრივები სოფელში გაზის სამუშაოების არასწორად გაყვანას აპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: ბოტანიკური ბაღის დირექტორის გათავისუფლება მენეჯმენტის გაუმჯობესებით იყო გამოწვეული
შემდეგი სტატია“გამოძიება დაწყებულია, სწრაფი ტემპით მიდის და რამდენიმე კვირაში მაინც ყველას ყველაფერი გვეცოდინება”