“ნარმანიას უნიათო მმართველობამ დედაქალაქის მერია ქარვასლად გადააქცია”

საკრებულოს უმცირესობა თბილისის მერს პოსტის დატოვებისაკენ მოუწოდეს

”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს წევრები მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. თემურ გრიგალაშვლის განმარტებით, მერის განკარგულების მიუხედავად, რაიონულ გამგეობებში საგზაო სამუშაოებზე ტენდერები ზღვრული ფასებით არ ცხადდება.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, დანაშაულებრივ ქმედებებზე დროული რეაგირება მოახდინონ.

“ნარმანიას უნიათო მმართველობამ დედაქალაქის მერია ქარვასლად გადააქცია სადაც ყველა საკუთარი წესებით ვაჭრობს. სამგორის, გლდანის გამგეობა ზღრული ფასების გარეშე აცხადებს საგზაო ტენდერებს. საინტერესოა ვაკის გამგეობის მიერ დადებულ ხელშეკრულებას და შემდგომ გამოცხადებულ ტენდერში ფასების თანაფარდობა აქ ძალიან დიდი განსხვავებები არის“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – თბილისის წევრმა თემურ გრიგალაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძის გათავისუფლება – მონიტორინგის საბჭოს დასკვნას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არ იზიარებს
შემდეგი სტატია“ლარი სტაბილურად მყარდება”