(video) თბილისის მერის ძმის, ირაკლი ნარმანიას მფარველობის ქვეშ არსებული უკონტროლო მშენებლობები

დედაქალაქის ცენტრში, აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სამსართულიანი სახლიდან რამდენიმე სანტიმეტრში, 11-სართულიანი კორპუსი შენდება. კორპუსს აშენებს კომპანია, რომლის იურისტი თბილისის მერის, დავით ნარმანიას ძმაა.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მშენებლობის შესახებ გვიან შეიტყვეს და ასევე სრულიად შემთხვევით გაიგეს ისიც, რომ ნარმანიას ძმა მათი სახლის დანგრევასაც გეგმავს და ამ გეგმას მერია იხილავს.

საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი დავით და ირაკლი ნარმანიებს უკანონობაში არაერთი წელია ამხელს, თუმცა ვერცერთი სტრუქტურის ყურადღება ვისაც რეაგირება ევალება, ვერ მიიქცია.

თბილისის სხვა უბანში მცირე ზომის სახლი ასევე ორ უზარმაზარ კორპუსს შორის მოექცა – მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილზე მრავალსართულიანი ნაგებობების მშენებლობა აკრძალული იყო, მერიამ გამონაკლისი დაუშვა, განაშენიანების დასაშვები კოეფიციენტი საგანგებოდ შეცვალა და სამშენებლო კომპანიას კორპუსების დადგმის ნებართვა მისცა.

ამ ადგილის ისტორია სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა, მან მერიას მშენებლობის ნებართვის გაუქმება ურჩია, ოღონდაც პასუხი, კანონით დადგენილი 20 დღის ნაცვლად 7 თვის შემდეგ მიიღო, განმარტებით, რომ კორპუსი უკვე დასრულებულია და შედეგის შეცვლა შეუძლებელია.

დედაქალაქის კიდევ სხვა კუთხეში მშენებლებმა ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის კედელი ჩამოანგრიეს, იმ მიზეზით, რომ ის, თითქოს, სხვა მესაკუთრის ტერიტორიაზე იყო გადასული.

ყველა ამ მშენებლობას თბილისის მერის ძმა, ირაკლი ნარმანია აერთიანებს.

წყარო” რუსთავი2″

 

https://youtu.be/TYqmW6PNhl4

banner
წინა სტატიაშიდონბასში უკრაინის სამხედრო ვეტმფრენი ჩამოვარდა
შემდეგი სტატია“კოლექტივზე პოლიტიკური თავდასხმით ივანიშვილს გაუცნობიერებლად, მაგრამ სამსახურს უწევენ”