ნარმანიას და მის მოადგილეებს არ მივცემთ საშუალებას, თბილისის მერიის შენობაში შევიდნენ

დავით ნარმანიას და მის მოადგილეებს არ მივცემთ საშუალებას, თბილისის მერიის შენობაში შევიდნენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ თბილისის მერიის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან მოგვიანებით განმარტა, ეს მას შემდეგ მოხდება, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და 3 მაისს, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარ ტერიტორიასთან დაკავშირებით გამოცხადებული აუქციონის საფუძველზე მისი შემძენი ბიძინა ივანიშვილი გახდება.

მელიას თქმით, საპროტესტო აქციებს ხვალ დილიდან განაახლებენ. „სპონტანურად აქციაზე დღეს 1000-მდე ადამიანის მობილიზება მოხდა თბილისელების უფლებების დასაცავად, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. ორგანიზებულ აქციაზე გაცილებით მეტი ადამიანი მოვა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, გადაწყვეტილი გვაქვს ნარმანიას და მის მოადგილეებს არ მივცეთ მერიაში შესვლის საშუალება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის მერიის წინ მიმდინარე აქციაზე კეთდება განცხადებები ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეებს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების წევრები მიმართავენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

banner
წინა სტატიაში,, მოთხოვნაა, არ მიეცეს ბიძინა ივანიშვილს იმ ტერიტორიის მითვისების საშუალება, რომელზეც კრწანისი-შინდისის გზა უნდა აშენებულიყო”
შემდეგი სტატიაკომპანია „ფინსერვისი XXI“ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს