ნარმანია საკრებულოში ანგარიშით 11 აპრილს წარდგება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, დავით ნარმანია საკრებულოს დეპუტატების წინაშე ანგარიშით 11 აპრილს წარსდგება და საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს.

ალიბეგაშვილმა 24 მარტის სხდომის დღის წერიგის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები რამდენიმე საკითხს, მათ შორის, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თბილისის მერიის დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.მისივე თქმით, განიხილება საკითხი, რომელიც საბაგირო გზით მგზავრთა გადაყვანისას არსებული ტარიფის გაზრდას ითვალისწინებს.

„შემაჯამებელი მონაცემების გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა, რომ ექსპლუატაციით მიღებული ეკონომიკური მაჩვენებლები ბევრად აღემატება დამტკიცებული ტარიფით მიღებულ შემოსავლებს. ამიტომ, სუფსიდირების თავიდან აცილების მიზნით, მგზავრთა გადაყვანის ტარიფი ერთი მიმართულებით, სასურველია, 2 ლარამდე გაიზარდოს.
აღნიშნულ ტრანსპორტზე ქალაქის მუნიციპალიტეტიდან სუფსიდირების სახით 1 720 000 ლარი გაიცემა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მგზავრთა 80 % ტურისტია და საბაგირო არ არის ძირითადი სატრანსპორტო საშუალება, სასურველია, გამოთავისუფლდეს თანხა, რომელიც ქალაქს საკეთილდეოდ მოხმარდება “, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს ოპოზიცია დღეს სხდომაზე ნაზღაიძისთვის მილიონიონიანი ქონების გადაცემის საკითხს დააყენებს
შემდეგი სტატიაადამიანები ვინც ”ნაციონალების” დროს მეხუთე, მეექვსე ეშელონს შეადგენდენენ, დღეს ”ოცნების” სახელით მე მიყენებენ პრეტენზიებს”