ნარმანია მერის რანგში ბოლო სხდომას მართავს

დავით ნარმანია მერის რანგში თბილისის მთავრობის ბოლო სხდომას მართავს.

სხდომაზე 20 საკითხს განიხილავენ, მათ შორის – რიყეზე მიწის ნაკვეთის გარემოს დაცვის სამინისტროსთვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის მინიჭების, “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” კაპიტალის ცვლილების, “თბილსერვის ჯგუფისთვის” უზურფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონით იჯარით გადაცემის, საბურთალოზე მიწის ნაკვეთის საზღვრების შემცირებით კორექტირების, ფეხბურთის ცენტრ “იმედისთვის” თანხის გამოყოფის და სხვ.

დავით ნარმანიას უფლებამოსილება 11 ნოემბერს ეწურება და 5-წლიანი მუშაობის შედეგებს 10 ნოემბერს შეაჯამებს. ის პოსტს 2012 წლიდან იკავებს.

კახა კალაძე უფლებამოსილების განხორციელებას 13 ნოემბრიდან შეუდგება.

banner
წინა სტატიაშიშსს-ში არ ადასტურებენ, რომ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელი გაუჩინარდა
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა