ნარმანია: მერიის უწყებებებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლები აუცილებლად უნდა გადაამზადონ, რათა არ ჩამოვრჩეთ მიმდინარე სიახლეებს

თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარები

მერიის უწყებებებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლები აუცილებლად უნდა გადაამზადონ, რათა არ ჩამოვრჩეთ მიმდინარე სიახლეებს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სოხდმაზე განაცხადა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ინოვაციურ ტრენინგებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, რაც უკეთესი შედეგის მომტანი იქნებოდა, ვიდრე პროტოკოლისა და ეტიკეტის სწავლება.

“მინა, გამოვეხამაურო ბოლო ორი დღის განმავლობაში ატეხილ აჟიოტაჟს, მერიის სისტემის ფარგლებში ჩასატარებელ ტრენინგებთან დაკავშირებით. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს მოქმედი კანონმდებლობით ევალება ტრენინგების ჩატარება და პერიოდულად თავის თანამშრომლების გადამზადება. საკანონმდებლო ვალდებულებაც რომ არ იყოს, მე პირადად ვთვლი, რომ ეტაპობრივად მერიის უწყებებებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლები აუცილებლად უნდა გადაამზადონ, რათა არ ჩამოვრჩეთ მიმდინარე სიახლეებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და ინოვაციურ ტრენინგებზე უნდა ავიღოთ მეტი აქცენტი, ალბათ ამ შემთხვევაში ასეც უნდა გაგვეკეთებინა, რაც უკეთესი შედეგის მომტანი იქნებოდა, ვიდრე პროტოკოლის და ეტიკეტის სწავლება. ამიტომ მოვუწოდებ მერიის თანამშრომლებს , რომ ვიყოთ უფრო მეტად ყურადღებით, როცა ვგეგმავთ თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგებს, აქცენტი გავაკეთოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე”,-აღნიშან დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით ოქროს ზოდების შემოტანის ფაზტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაძლიერმა თოვამ მაღალმთიან აჭარაში პრობლემები გამოიწვია