ნარკორეალიზატორების დაკავება – ფონიჭალაში სპეცოპერაცია ერთდროულად ოთხ სახლში მიმდინარეობს

ოთხი სპეცოპერაცია ფონიჭალაში – სამართალდამცველებმა ჩხრეკა ერთდროულად ოთხ სახლში ჩაატარეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 4 ნარკორეალიზატორი. მათ შორის 2 კაცი, 2 კი ქალია.

ოთხივე მათგანი საკუთარ საცხოვრებელ სახლებში აიყვანეს. ფონიჭალაში სპეცდანიშნულების რაზმის ათობით თანამშრომელია მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, გასაღებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: “ოცნება” სამეგრელოში არ არსებობს, ის, დიდი ხანია, რომაული მითოსის ღმერთს, ორსახა იანუსს, დაემსგავსა…
შემდეგი სტატია„ვიყავი ქალაქგარეთ გასული მეგობრებთან ერთად” – გაუჩინარებული გიორგი როყვა ზეწოლას უარყოფს