ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობა გადაიდო – “ოცნებაში” აზრთა სხვადასხვაობაა

სხდომის ჩაშლა კარგი ფაქტი არ არის და ადრე თუ გვიან დებატები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა აზრთა სხვადასხვაობის გამო გადაიდო.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით იყო დაგეგმილი და პროექტის წარდგენის მიზნით, ქუთაისში, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე ჩავიდა, თუმცა განხილვა დღეს აღარ შედგება.

ცვლილებების მიხედვით, პირველი შემთხვევის დროს აღარ მოხდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება, ასევე იცვლება კანაფის დიდი ოდენობის და დიდი ოდენობის, ასევე მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება.
კანაფის შემთხვევაში დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით.
მარიხუანას შემთხვევაში დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 70 გრამით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: “ჩვენ ვერ ვივლით ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით”
შემდეგი სტატია„რამაზ თარაშვილს არ ვიცნობ” – ხუციშვილის პასუხი კილაძეს