,,ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობა ყველასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან ერთად უნდა გაგრძელდეს”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 12, 2018 16:16

,,ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობა ყველასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან ერთად უნდა გაგრძელდეს”

მნიშვნელოვანი

  • პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მსჯელობა ყველასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან ერთად უნდა გაგრძელდეს.

სხვა სტატიები

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მსჯელობა ყველასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან ერთად უნდა გაგრძელდეს.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს განხილვებში.

„ჩვენ ვმუშაობთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონპროექტიც არის ინიცირებული პარლამენტში. უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ განხილვებში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესებში საპატრიარქოს მონაწილეობა. მოვუსმენთ ყველა მხარეს, მოვუსმენთ საპატრიარქოს და სწორედ ასეთი ფართო ჩართულობით იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. საუბარია იმაზე, რომ მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს დღეებში, მთავარია, რომ ვიმსჯელებთ ყველასთან ერთად. ჩვენ, ყველას ერთი მიზანი გვაქვს – მოხმარების შემცირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტთან საპატრიარქოს შენიშვნები აქვს. კანონპროექტის განხილვის საკითხზე საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია,საქართველოს საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, თუმცა ვიდრე აღნიშნული განხორციელდება, საჭიროა რიგი საკითხების დროულად გადაწყვეტა.

მეცნიერებათა აკადემიაში მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები, “ნარკოპოლიტიკის რეფორმის” ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მსჯელობენ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 12, 2018 16:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,106
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics