ნარკოპილიტიკასთან დაკავშირებით კანონში ცვლილების შეტანის მოთხოვნით, პატიმრები შიმშილს იწყებენ

მოძრაობა თეთრი ხმაურის ლიდერების განცხადებით, ხვალიდან 10-ზე მეტი პატიმარი შიმშილობას იწყებს. მიზეზი ნარკოპილიტიკასთან დაკავშირებით კანონში შესატანი ცვლილებია.

„ისინი სოლიდარობას უცხადებენ ამ აქტით კანონპროექტს და ხვალინდელ აქციას და მოუწოდებენ პარლამენტს, რომ მიიღონ უმოკლეს ვადებში კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არის. ეს არის ერთადერთი შანსი, რომ გათავისუფლდნენ ისინი ამ სრულიად უკანონო პატიმრობისგან,“ – განაცხადა მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმა.

თეთრი ხმაურის ლიდერები ცვლილების დროულად განხორციელებას ითხოვენ და ამ მოთხოვნით ხვალ ლიდერები პარლამენტის შენობასთან აქციას გამართავენ.

banner
წინა სტატიაში„პოროშენკოს ამბავი დამთავრებულია… ყველაზე სულელური სვლა გააკეთა“
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი : ჩვენ მოწმენი ვართ უკრაინის ხელისუფლების უაღრესად ლაჩრული საქციელისა