ნარკოდანაშაული რუსთავში – დაკავებულს 294 შეკვრა “ბიო” აღმოაჩნდა

შსს-ს თანამშრომლებმა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ე.ი. რუსთავში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, 294 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციასთან შეხვედრის გამოცხადებამდე, ”ქართული ოცნების” დეპუტატები დღეს შიდა კონსულტაციებს გამართავენ
შემდეგი სტატიასომხეთში მიწისძვრა მოხდა