ნაფიცი მსაჯულები გიორგი ოქროპირიძისთვის ვედრიქტის გამოსატანად გავიდნენ

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები სათათბიროდ გავიდნენ. ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის ერთხმად მისაღებად თავდაპირველად 3 საათიანი ვადა განესაზღვრათ. თუ ისინი ვერდიქტს ერთხმად ვერ მიიღებენ, დამატებით ექვსსაათიანი დრო განესაზღვრებათ, რომლის ფარგლებში 8 ხმით 4-ის წინააღმდეგ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

იმ შემთხვევაში, თუ ვერც ექვსსაათიან დროში იქნება ვერდიქტი მიღებული, ნაფიც მსაჯულებს კიდევ სამსაათიანი დრო განესაზღვრებათ. ბოლო 3 საათის შემდეგ, გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, მოსამართლეს აქვს უფლება, მათ კიდევ დამატებითი გონივრულო ვადა მისცეს გამამართლებელი ან გამამტყუნებელი ვერდიქტისთვის. თუ ნაფიცი მსაჯულები კვლავ ვერ ჩამოყალიბდებიან ვერდიქტზე, გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება, რადგან მის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა პირველმა შემადგენლობამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო და ახალი შემადგენლობა შეირჩა.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „იფქლმა“ მზრუნველობამოკლებული მოხუცების დახმარების მიზნით „კათარზისი“ ერთი დღით დააფინანსა
შემდეგი სტატიასაკრებულო თბილისის 2016 წლის ბიუჯეტს განიხილავს