ნანა კაკაბაძე ელისაშვილისგან კონკრეტული ადამიანების დასახელებას მოითხოვს

ნანა კაკაბაძე ალეკო ელისაშვილს მიმართავს და მოითხოვს, რომ შეწყალების კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა კონკრეტული პიროვნებების სახელები და გვარები დაასახელოს, რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენდნენ.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს ნანა კაკაბაძემ დავით უსუფაშვილი და ეკა ბესელია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პოლიტპატიმრების სიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის და ეკა ბესელიას ბრალია.

კაკაბაძემ კონკრეტულ მსჯავრდებულებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოჭორიშვილს ჰქონდა სურვილი პოლიტპატიმართა სიაში მოხვედრილიყო თუმცა ეს პირი მათ სიაში არ ჩასვევს. ამასთან კაკაბაძე ამბობს, რომ ფხაკაძე პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული პირი იყო და იმიტომ მოხდა სიაში. კაკაბაძე დერვიშაძის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლება სწორი გადაწყვეტილება იყო.

კითხვაზე შესაძლოა თუ არა რომ ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს აეღო ფული კონკრეტული საქმიდან კაკაბაძე განცხადებას არ აკეთებს.

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძე: სასამართლოს წინააღმდეგ ხელისუფლება და ოპოზიცია საეჭვოდ გაერთიანდა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ბარამიძე: საჭიროა მაგისტრატი მოსამართლეების შტატების დამატება