ნანა გაგუა: „ნებისმიერი მამაკაცის რეპუტაცია სერიოზული დარტყმის ქვეშ დადგება!“

ნანა გაგუა

„ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ ყველაფერი გაცილებით პროვოკაციულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: ყოვლად უაზრო და ყბადაღებული პეტიციის კანონად ქცევას ”მიშტერება-სტვენა-ღრენის” შესახებ, არ არის გამორიცხული, რომ ღირსეული, მორალისტი, კონსერვატიული მამაკაცის იმიჯიც შეეწიროს და საქმიანი რეპუტაციაც!“ – ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ჯორჯიან თაიმსის“ გამომცემელი ნანა გაგუა წერს.

„საკმარისი იქნება, რომ ერთმა „ისტერიჩკამ“, კომპლექსებით დახუნძლულმა, ღრჯო და შეუმდგარმა „სუჩკამ“ ჩათვალოს, რომ ზემოაღნიშნულმა მამრმა მასზე ორიოდე წუთით მზერა შეაჩერა… ხოლო თუ შემთხვევით ვიწრო დერეფანში იგივე მამრმა გვერდი ვერ აუქცია და შემთხვევით გაეხახუნა, ეს ხომ საერთოდ გასცდება დამდგარი შედეგის წარმოდგენის ყველა ფანტაზიას. ასე და ამგვარად, გარყვნილიცა და ზნეობრივი მამრიც ერთ ქვაბში ისე მოიხარშება, რომ ”ბოლიც არ გამოვა”. ნებისმიერი მამაკაცის რეპუტაცია მექანიკურად დადგება სერიოზული დარტყმის ქვეშ და თუ რამდენად მტკივნეული იქნება ეს დარტმა, ეს მხოლოდ ”შევიწროვებული” და ”შესტვენილი” მდედრის მიერ გაშანშალებულ საჩივარზე იქნება დამოკიდებული! ამაშია პრობლება და დანარჩენს დრო გამოაჩენს,“ – აღნიშნავს გაგუა.

banner
წინა სტატიაშინარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი ფართო მსჯელობის დაწყებას ითხოვს
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური – საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, პარტიებმა შეიძლება შემოწირულობებით იარსებონ – “კონსერვატორებს“ ამის პრობლემა არ გვაქვს