ნაჯიმ ლახროუის ფოტოები ბელგიის პოლიციამ ჯერ კიდევ ბრიუსელის ტერაქტებამდე გაავრცელა

ბელგიურმა მედიამ დაკავებული ნაჯიმ ლახროუის ფოტოები გაავრცელა. როგორც გაირკვა, ფედერალურმა პოლიციამ ტერაქტების სავარაუდო მონაწილის ფოტოსურათები ჯერ კიდევ 21 მარტს, ბრიუსელის ტერაქტებამდე გაავრცელა. ნაჯიმ ლახროუი იძებნებოდა პარიზის 13 ნოემბრის თავდასხმებთან სავარაუდო კავშირის გამო.

ლახროუი ცოტა ხნის წინ ბრიუსელის გარეუბან ანდერლეხტში, ერთ-ერთ პიცერიაში დააკავეს. მისი დაკავება პროკურატურამ უკვე დაადასტურა.

გამოძიების ვერსიით, ნაჯიმ ლახროუი პარიზის ტერქტის მონაწილე სალაჰ აბდესლამის თანამზრახველი იყო. ის აბდესლამთან ერთად გასული წლის სექტემბერში უნგრეთში იმყოფებოდა.

ლახროუის დე-ენ-ემი აღმოჩენილია იმ ბინებში, რომლებშიც 2015 წლის 13 ნოემბრის პარიზის თავდასხმების მონაწილეები ცხოვრობდნენ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია თბილისის საარჩევნო საზღვრებს უპრეცედენტო და წარმოუდგენელს უწოდებს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – პროკურატურამ კი დახურა ე.წ. შეწყალების საქმე, მაგრამ მე არ დამიხურავს