ნადეჟდა ბაბკინა კიდევ ერთ “შავ სიაში” შეიყვანეს

ცნობილი რუსი მომღერალი, ფოკლორული თეატრის “რუსკაია პესნიას” სამხატვრო ხელმძღვანელი ნადეჟდა ბაბკინა შეიყვანეს უკრაინული ინტერნეტ–საიტის “მიროტვორეცის” შავ სიაშია. „მიროტვორეცი“ („მშვიდობისმყოფელი“) – ეს არის უკრაინაში მოქმედი საერთაშორისო სამართლის კვლევის ცენტრის პორტალი, რომელიც ადგენს იმ მოქალაქეების სიას, რომლებიც დანაშაულს სჩადიან უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნიას ქვეყნის უშიშროებას .
ნადეჟდა ბაბკინას სიაში მოხვედრის მიზეზი გახდა მისი ყირიმში ჩასვლა და პროპაგანდისტულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
სააგენტო “LIFE” –ის ცნობით, ნადეჟდა ბაბკინა უკვე შეყვანილია უკრაინის კულტურის სამინისტროს “შავ სიაში”, სადაც მასთან ერთად 27 კულტურის სფეროს მუშაკი ფიგურირებს, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია თანაქალაქელებს მიმართავს
შემდეგი სტატია“ოცნების” ფოთის მერობის კანდიდატმა 2012 წელს თანხა ნაციონალებს, 2016-ში კი ოცნებას შესწირა